დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ამავე დეპარტამენტის ქალაქ თბილისის სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ხიდეშელი დაინიშნა. 2018 წლიდან დღემდე გიორგი ხიდეშელი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.
შინაგან საქმეთა მინისტრი დაცვის პოლიციას ეწვია, სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა, სამომავლო გეგმებს გაეცნო და თანამშრომლებს გაესაუბრა.